პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, პროფესიული განათლების ტრენერ-კონსულტანტებისათვის ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს ,,კომპეტენციაზე დაფუძნებული შეფასება’’, პროექტის ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის’’ ფარგლებში პროფესიული განათლების პოლიტიკის ექსპერტი ანასტასია ქიტიაშვილი უძღვებოდა.
ტრენინგზე, კომპეტენციებზე დაფუძნებული განათლება, მისი ძირითადი მახასიათებლები, კომპეტენციის კომპონენტები, მასთან მიმართებაში არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნები, სტუდენტთა შეფასების პრინციპები, პრაქტიკული შეფასება, მტკიცებულების ტიპები, რაოდენობა და ხარისხი, შეფასების პირობები, კომპეტენციის შეფასება განიხილეს.
ტრენინგის საკითხების გასაღრმავებლად მონაწილეებმა პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს და დაწვრილებით განიხილეს ყველა დასაშვები კითხვა, რომელიც შეიძლება წამოიჭრას ტრენინგების მიმდინარეობისას და კონსულტირებისას, ასევე ჩამოაყალიბეს სავარაუდო გამოწვევების საპასუხო საერთო სამოქმედო გეგმა.
ტრენინგს ესწრებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ელბაქიძე და პროექტის ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის’’ ხელმძღვანელმა დევიდ ჰენდლი, რომელმაც ტრენერებს სერტიფიკატები გადასცა.
|