მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა
პროფესიული
განვითარების
პროექტის
ფარგლებში, მოდულის
დამწერთა
მეორე ნაკადმა
სპეციალური ტრენინგები გაიარა. მოდულის დამწერთათვის განკუთვნილი სატრენინგო
კურსი
მიზნად
ისახავს
მონაწილეების
იმგვარად მომზადებას,
რომ
მათ
მაქსიმალურად
შეძლონ
მოსწავლეზე
ორიენტირებული
სწავლებისა
და
შეფასების
პრინციპებზე
დაფუძნებული
ტრენინგ-მოდულის
შექმნა.
შესაბამისად,
ტრენინგი
ფოკუსირებული იყო პრაქტიკული აქტივობებსა და ექსპერიმენტებზე, რომლის დროსაც მოდულის
ავტორები
თავად
მონაწილეობდნენ
და
ჩართულნი
იყვნენ
ისეთი ტიპის
სწავლების
პროცესში,
როგორის
დანერგვასაც
პროექტი
მთელი
საქართველოს
მასშტაბით
ისახავს
მიზნად.
ტრენინგზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა
კვლევაზე,
პრობლემაზე
და
პროექტზე
დაფუძნებული
სწავლების
პრინციპებსა
და
მიდგომებზე.
ყველა
სატრენინგო
სესიაში
გამჭოლი
კომპეტენციების
სახით
იყო
ინტეგრირებული
სწავლა/სწავლების
პროცესში
ტექნოლოგიის
გამოყენება,
გენდერული
და
სოციალური
თანასწორობის
საკითხები.
სატრენინგო მოდულები საკონსულტაციო ჯგუფის GOPA-ს მიერ შეიქმნა
და
ეყრდნობა
საქართველოში
2015 წელს
ჩატარებული
კვლევის
შედეგად
გამოვლენილ
საჭიროებებს.
„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა
პროფესიული
განვითარების
პროექტი“
ათასწლეულის განვითარების კორპორაციის
ფინანსური უზრუნველყოფითა და ათასწლეულის განვითარების ფონდი - საქართველოს მხარდაჭერით მიმდინარე
წლიდან
ამოქმედდა.
პროექტის მიზანია საჯარო სკოლების მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება საბუნებისმეტყველო საგნებში, მათემატიკაში,
გეოგრაფიაში,
ინგლისურ
ენასა
და
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებში.
აღნიშნული
მიზნის
მისაღწევად,
მომავალი
სამი
წლის
განმავლობაში,
დაგეგმილია
საქართველოს
ყველა
საჯარო
სკოლის
7-12 კლასის
შესაბამისი
საგნის
მასწავლებლის,
სკოლის
დირექტორისა
და
ფასილიტატორის
პროფესიული
განვითარების
ტრენინგების
განხორციელება.
|