მასწავლებელთა
და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარე
მოდულის დამწერთა ტრენინგები პრაქტიკული ექსპერიმენტებით დასრულდა. ტრენინგის
მონაწილეებმა თეთრი ხალათები მოირგეს და ქიმიის სასკოლო ექსპერიმენტში ჩაერთნენ.
მოდულის
დამწერთათვის განკუთვნილი სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს
მონაწილეების იმგვარ
მომზადებას, რომ
მათ მაქსიმალურად შეძლონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების პრინციპებზე
დაფუძნებული ტრენინგ-მოდულის შექმნა. შესაბამისად, ტრენინგი ფოკუსირებულიიყო
პრაქტიკული აქტივობებსა
და ექსპერიმენტებზე, რომლის
დროსაც მოდულის ავტორები თავად მონაწილეობდნენ და ჩართულნი იყვნენ იმგვარი
სწავლის პროცესში, როგორის დანერგვასაც პროექტი მთელი
საქართველოს მასშტაბით ისახავს მიზნად.
ტრენინგზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კვლევაზე, პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული
სწავლების პრინციპებსა და მიდგომებზე. ყველა
სატრენინგო სესიაში გამჭოლი
კომპეტენციების სახით იყო ინტეგრირებული
სწავლა/სწავლების პროცესში ტექნოლოგიის გამოყენება, გენდერული და სოციალური თანასწორობის
საკითხები.
სატრენინგო მოდულები საკონსულტაციო ჯგუფის GOPA-ს მიერ შეიქმნა და ეყრდნობა საქართველოში 2015 წელს ჩატარებული
კვლევის შედეგად გამოვლენილ საჭიროებებს.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „მასწავლებელთა
და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ მიმდინარე წლიდან ამოქმედდა და მისი მიზანია საჯარო სკოლების მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება საბუნებისმეტყველო საგნებში, მათემატიკაში, გეოგრაფიაში, ინგლისურ
ენასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებში. აღნიშნული მიზნის
მისაღწევად, მომავალი სამი წლის განმავლობაში,
დაგეგმილია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 7-12 კლასის შესაბამისი საგნის მასწავლებლის, სკოლის დირექტორისა და ფასილიტატორის პროფესიული
განვითარების ტრენინგების განხორციელება.
|