მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებს აგრძელებს
სიახლეების არქივი19 აპრილი , 2016

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებს აგრძელებს. ამჟამად საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში მიმდინარეობს ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება, რომელსაც დაწყებითი საფეხურის III კლასის დამრიგებლები და საბაზო-საშუალო საფეხურის სხვადასხვა საგნის მასწავლებლები გადიან. ტრენინგი მიზნად ისახავს სასწავლო პროექტების განხორციელებისას ისტ-ის ინტეგრირებაში საგნის მასწავლებლების ხელშეწყობას, ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად.

2016 წელს აღნიშნულ კურსს 1500-მდე მესამე კლასის დამრიგებელი, ასევე, საბაზო და საშუალო საფეხურის 3500-მდე სხვადასხვა საგნის მასწავლებელი გაივლის. გასულ წელს აღნიშნული ტრენინგი გაიარა დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა 35%-მა, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის 17%-მა.

გარდა ზემოაღნიშნული ტრენინგისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმის მიხედვით ახორციელებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში სხვადასხვა ტრენინგკურსებს ყველა საფეხურის მასწავლებლებისთვის.

ცენტრის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა სწავლა-სწავლების შედეგების გასაუმჯობესებლად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა. ამისათვის აუცილებელი პირობაა მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შესაბამისი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უნარებით აღჭურვა, რათა მათ თავის მხრივ უზრუნველყონ სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრება და მოსწავლეებში 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების განვითარება.