მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არაქართულენოვანი ტრენერების შერჩევას იწყებს
სიახლეების არქივი07 აპრილი , 2016

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაქართულენოვან ტრენერთა შერჩევას იწყებს. კონკურსით შერჩეული ტრენერები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებს მშობლიური ენაზე პროფესიული განვითარების სხვადასხვა ტრენინგებს ჩაუტარებენ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურენოვან პირებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება საგნის მიმართულებით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს ტრენერობის გამოცდილება და თავისუფლად ფლობს ქართულ ენას.

ტრენერის პოზიციის დაკავების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე hr.gov.ge  კონკურსი ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე კანდიდატის შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და კვალიფიკაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე მსურველები გასაუბრების გზით შეირჩევიან. დამატებით ინფორმაციას მსურველი პირები შეიძლება გაეცნონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე tpdc.gov.ge კონკურსების განყოფილებაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლები საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენენ, რომლის გაძლიერება ცენტრის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს