მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლის დირექტორების გადამზადების პროცესს ასრულებს. სკოლის დირექტორებმა უმრავლესობამ შეხვედრების ფარგლებში სკოლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგის ტრენინგი გაიარა.
ტრენინგების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სკოლის ადმინისტრაციის სქემით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს, ფასილიტატორისა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მუშაობის პრინციპებს, შეფასებისა და მონიტორინგის ფორმებსა და მოდელებს, ფასილიტატორისა და მასწავლებლის შიდა შეფასების ჯგუფის საქმიანობის შიდა მონიტორინგის გზებსა და საშუალებებს, მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების პროცესში წარმოქმნილი საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების გზებს; ასევე, სქემის მონიტორინგის დოკუმენტის შექმნის სტანდარტს.
რამდენადაც მასწავლებელთა შეფასებაში პირველად ჩაერთო სკოლა, მნიშვნელოვანია, რომ საპილოტე წელს სკოლის დირექტორებს მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი სქემის მიმდინარეობის მონიტორინგის განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენაში, რათა სკოლებში წარმატებით და ხარისხიანად განხორციელდეს სქემით გათვალისწინებული შეფასების პროცესი. ამჟამად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრების გადამზადება მიმდინარეობს.