მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა საქართველოს
ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად ფრანგული ენის მასწავლებელთათვის
განკუთვნილი 5-დღიანი ტრენინგი გახსნა.
ფრანგული ენის
20 მასწავლებელს ტრენინგს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში საერთაშორისო
ექსპერტი მადლენ როლბუმლიკი ჩაუტარებს, რომელიც ფრანგულის ენის მასწავლებელთა საერთაშორისო
ფედერაციას წარმოადგენს.
ტრენინგი მასწავლებელთა
პროფესიული ზრდის თანამედროვე ტექნოლოგიებს და სწავლების მეთოდოლოგიის საკითხებს მოიცავს.
კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცემა,
მათგან 6 მასწავლებელს კი ფრანგული ენის საერთაშორისო ფედერაცია შეარჩევს და აღნიშნულ
დარგში ფედერაციის ექსპერტის წოდებას მიანიჭებს.
„მომავალი ექსპერტების
შერჩევა დამოკიდებულია კურსის ფარგლებში მიღებული მასალის ეფექტიან ათვისებაზე, თუმცა
ეს საკმარისი არ არის. შერჩევისას ასევე გათვალისწინებული
იქნება თითეული მათგანის მოტივაცია, ასოციაციის ფარგლებში აქტიურობა, კომუნიკაბელურობა.
ცოდნის მკაფიოდ გადაცემისა და გუნდის მართვის უნარი“ - აცხადებს მადლენ როლბუმლიკი.
საერთაშორისო ექსპერტი განმარტავს, რომ მიუხედავად შესარჩევი კანდიდატურების დადგენილი
რიცხვისა, შეიძლება ტრენინგზე მომავალი ექსპერტების მეტი ან ნაკლები რაოდენობა გამოიკვეთოს.
პროექტი ფრანკოფონიის
საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით, ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
|