მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
რესურსები
 სახელმძღვანელოები
 სასწავლო ფილმები
 ინტერნეტ რესურსები
 ელექტრონული რესურსები
 ჟურნალი "მასწავლებელი"
 სოციოლოგიური კვლევები
 ელექტრონული ბიბლიოთეკა

სახელმძღვანელოები
 

ევროპა ჩემს გაკვეთილზე


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს მასწავლებელთა დამხმარე მასალებით უზრუნველყოფის მიმართულებით. აღნიშნული მასალა ხელს უწყობს როგორც, ზოგადად, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, ასევე, სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მზადებას.

ცენტრის გამოცემების შეძენის მსურველთათვის


"მასწავლებლის წიგნი"

  ძვირფასო მასწავლებლებო, ჟურნალი „მასწავლებელი" და ინტერნეტგაზეთი „Mastsavlebeli.ge" წარმოგიდგენთ „მასწავლებლის წიგნს". სახელმძღვანელოში ავტორების მიერ პრაქტიკულად არის ახსნილი ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის უმნიშვნელოვანესი საკითხების სწავლების მეთოდიკა. როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი სწავლების თვალსაზრისით, ეს მასალები დაეხმარება მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და დაგეგმილი გაკვეთილის ეფექტურად ჩატარების პროცესში.

  ძვირფასო მასწავლებლებო, მშობლებო ჟურნალი „მასწავლებელი" და ინტერნეტგაზეთი „Mastsavlebeli.ge" წარმოგიდგენთ „მასწავლებლის წიგნის", სერიით გამოცემულ მესამე წიგნს თომას გორდონის „როგორ გავხდე კარგი მშობელი", რომელიც ქართულად თარგმნა ქალბატონმა ნინო ჭიაბრიშვილმა.

ამჯერად, წიგნის სრულ ვერსიას წარმოგიდგენთ და დარწმუნებული ვართ, თომას გორდონის ეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო წიგნი ჩვენი მშობლებისა და მასწავლებლების სამაგიდო წიგნი გახდება და მრავალი პრობლების გადაჭრის გზებს გაპოვნინებთ, რადგან მასში წაიკითხავთ ძალიან სასარგებლო რჩევებს იმაზე თუ როგორ ვუსმინოთ შვილებს ისე, რომ მათ სურდეთ ჩვენთან საუბარი, როგორ ველაპარაკოთ შვილებს ისე, რომ მოგვისმინონ, როგორ გადავჭრათ კონფლიქტები უდანაკარგოდ, როგორ ავიცილოთ კონფლიქტი საკუთარი თავის შცვლით და სხვა მრავალ სტატიას, რაც აუცილებლად დაგაინტერესებთ.


მასწავლებლის წიგნი - განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისათვის

  ძვირფასო მასწავლებლებო, ჟურნალი „მასწავლებელი" და ინტერნეტგაზეთი „Mastsavlebeli.ge" წარმოგიდგენთ „მასწავლებლის წიგნს", რომლის გამოცემა ყოველწლიური გახდა და რომელშიც ვაერთიანებთ წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ საუკეთესო სტატიებს. პირველ კრებულს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. მეორე კრებული, განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი და წინა კრებულის მსგავსად, წიგნში ოთხივე ავტორის ის პუბლიკაციები შევიტანეთ, რომლებიც ქართულ ენაზეა შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მეთოდი თუ სიტუაცია ზედმიწევნით არის მორგებული ქართულ რეალობას და არ წარმოადგენს მხოლოდ თეორიულ მსჯელობასა თუ ანალიზს.


"მასწავლებლის წიგნი"

  ჟურნალი „მასწავლებელი" და ინტერნეტგაზეთი „Mastsavlebeli.ge" წარმოგიდგენთ „მასწავლებლის წიგნს", რომლის გამოცემა ყოველწლიური გახდება და რომელშიც გავაერთიანებთ წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ საუკეთესო სტატიებს. პირველ კრებულში ჩვენი სამი ავტორის პუბლიკაციები შევიტანეთ, რომლებიც ქართულ ენაზეა შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მეთოდი თუ სიტუაცია ზედმიწევნით არის მორგებული ქართულ რეალობას და არ წარმოადგენს მხოლოდ თეორიულ მსჯელობასა თუ ანალიზს.


იმედი გვაქვს, ჩვენი კრებული მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ სასკოლო პრაქტიკის გაუმჯობესებაში, უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნასა და პროფესიულ განვითარებაში, რაც საბოლოოდ მოსწავლეთა შედეგებზე აისახება.

პრაქტიკული სახელმძღვანელო ტრენერებისთვის



მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოების სერია განვითარებისა და სწავლის თეორიების მიმართულებით

           

           

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახალ რესურსს სთავაზობს მასწავლებლებსა და განვითარებისა და სწავლის თეორიებით დაინტერესებულ პირებს.

სახელმძღვანელოები წარმოადგენს ერთგვარ სერიას, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს შემდეგ თემებს:

ბიჰევიორიზმი
სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორია
ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია
ლევ ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების სოციო-კულტურული თეორია
კონსტრუქტივიზმი
მორალური განვითარების თეორია
ჰუმანისტური თეორია
მრავალმხრივი ინტელექტის თეორია

სახელმძღვანელოები დაეხმარება მასწავლებელს როგორც სერტიფიცირებისთვის მზადებაში, ასევე პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებაში. წიგნები საქართველოს ყველა საჯარო სკოლას 2-2 ეგზემპლარად უსასყიდლოდ გადაეცემა.

მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოების სერიის შეძენის მსურველთათვის


კითხვის ეფექტური მეთოდები 2 (სასწავლო-მეთოდური ფილმი და მისი გზამკვლევი)

 

    ”კითხვის ეფექტურიმეთოდები 2” (ფილმი და მისი გზამკვლევი) აერთიანებს კითხვის უნარების განმავითარებელ 4 მეთოდს და ერთ აქტივობას/მეთოდს, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო პროცესის შემოქმედებითად ორგანიზებას.  ფილმში წარმოდგენილია ე.წ. მუშა, სამუშაო გაკვეთილები, რომელიც ნათლად აჩვენებს მეთოდის სტრუქტურას და განხორციელების საფეხურებს, ხოლო გზამკვლევში მოცემული თეორიული მასალა წარმოდგენს ამა თუ იმ მეთოდის კონცეფციას.

ფილმი და გზამკვლევი დაეხმარება მასწავლებელს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაში. მოცემული რესურსის გამოყენება მასწავლებელს შეუძლია როგორც ინდივიდუალური მუშაობისას, ასევე, იგი წარმოადგენს ეფექტურ სატრენინგო მასალას.



სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი

  სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი  შეიქმნა სკოლის დირექტორების დასახმარებლად, რათა დირექტორმა მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ერთად შეძლოს, სკოლა წარმატებული გახადოს. სახელმძღვანელოში განხილულია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული წარმატებული სკოლის სტანდარტები და ინდიკატორები. დირექტორებს ვთავაზობთ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს სკოლის ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების მიზანმიმართული გამოყენებისათვის, როგორ გახდეს სკოლა სწავლისა და მუშაობისათვის უსაფრთხო.  სახელმძღვანელოში სკოლის დირექტორებს საშუალება აქვთ მოიძიონ ინფორმაცია, როგორ შეადგინონ სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა და როგორ განახორციელონ ამ გეგმის მონიტორინგი; ასევე როგორ მოიძიონ და დაასაქმონ სკოლაში მაღალკვალიფიციური კადრები და იზრუნონ მათ პროფესიულ განვითარებაზე. სახელმძღვანელოში გაეცნობით ასევე რეკომენდაციებს  საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური ფორმების შესამუშავებლად. 


გამოვიდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზამკვლევი


 


დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისთვის 

  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისთვის. სახელმძღვანელო მოიცავს სკოლის დირექტორის სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებსა თუ კომპეტენციებს და წარმოადგენს სტანდარტის გზამკვლევს.

სახელმძღვანელო დაეხმარება სკოლის დირექტორებს სკოლის ეფექტურად მართვასა თუ სერტიფიცირებისთვის მზადებაში. თითოეული თავის ბოლოს წარმოდგენილი სიტუაციური მაგალითები ხელს შეუწყობს წიგნში განხილული საკითხების პრაქტიკაში დანერგვასა და განხორციელებას.

 

მენტორის სახელმძღვანელო   მაძიებლის სახელმძღვანელო

             



მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო (სამტომეული)

                    განვითარებისა და სწავლების თეორიები

                           


სწავლება და შეფასება                    სასწავლო და პროფესიული გარემო

                             

__________________________________________________________

 

  • ეფექტური სწავლება სკოლაში – რ. მარზანო;
  • პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი – ჯ. თერნბული;
  • ინტერკულტურული განათლება;
  • მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო;
  • მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელო;
  • რა განაპირობებს სკოლის ეფექტურობას (ფილმი და სახელმძღვანელო);
  • კლასის მართვა (ფილმი და სახელმძღვანელო);
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
  • ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტები მასწავლებლებისთვის
  • სტატიები განათლების საკითხებზე
  • ”კითხვის ეფექტური მეთოდები” გზამკვლევი



  • ____________________________________________________________