მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროგრამები
 სტანდარტები
 პესტალოცი
 პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად
 სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)
 ასწავლე საქართველოსთვის
 დამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამა
 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა
 არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა

ასწავლე საქართველოსთვის
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები მიმართულია ზოგადი განათლების სისტემის განვითარებისა და საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, ერთ-ერთ პრობლემად კვლავ რჩება კვალიფიციური კადრების მოზიდვა საქართველოს შორეული და მაღალმთიანი რაიონების სკოლებში, სადაც სწავლების ხარისხი ჯერ კიდევ ჩამორჩება დადგენილ სტანდარტებს. არის შემთხვევები, როცა სკოლას არ ჰყავს ამა თუ იმ საგნის მასწავლებელი, ასევე ხშირია შემთხვევა, როცა მასწავლებელი ასწავლის საგანს არა სპეციალობით. არსებულ ვითარებას ადასტურებს ის შეუვსებელი ვაკანსიები, რომლებიც ქვეყნდება ცენტრის მიერ შექმნილ მასწავლებელთა ვაკანსიების ვებ-გვერდზე (www.pedagogi.ge) და ფიქსირდება პროგრამის მონაცემთა ბაზაში. ასეთი სიტუაცია, ბუნებრივია, იწვევს სწავლის ხარისხის დაქვეითებას.

მასწავლებელთა ყველაზე მწვავე ნაკლებობა შეიმჩნევა ისეთ რაიონებში, როგორიცაა: შუახევი, ხულო, ხელვაჩაური, ჩოხატაური, ჭიათურა, ბორჯომი, ახალქალაქი, ახმეტა, სიღნაღი, წალკა, მარნეული, დმანისი, ქარელი, დუშეთი, ამბროლაური, ონი, ცაგერი, მარტვილი, მესტია, აბაშა და სხვა.

მასწავლებლების ვაკანსიების გეოგრაფიული განაწილების თავისებურების გამო, მნიშვნელოვანია ენერგიული, კვალიფიციური კადრების შერჩევა, მათთვის საორიენტაციო ტრენინგების ჩატარება და იმ სკოლებში დასაქმება, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა.

პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში.

სპეციფიკური მიზნებია:

  • კვალიფიციურიკადრების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესება, მოზიდვა და ვაკანტური ადგილების შევსება;
  • კონსულტანტ-მასწავლებლებისა და ადგილობრივი მასწავლებლებისთვის განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობისა და სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენების პროცესის ხელშეწყობა;
  • მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა;
  • ადგილობრივი თემის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა.