განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული
ამოცანა, სწავლა-სწავლების შედეგების გასაუმჯობესებლად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი დანერგვის უზრუნველყოფაა. ამისათვის
აუცილებელი პირობაა მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შესაბამისი ისტ უნარებით
აღჭურვა, რათა მათ თავის მხრივ უზრუნველყონ სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრება და
მოსწავლეებში 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების განვითარება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებს. ამ ტრენინგების მიზანი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებით სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაა. მიზნის მისაღწევად 2009-2015 წლებში განხორციელდა სხვადასხვა ისტ ტრენინგკურსი საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, ბიბლიოთეკარებისა და დირექტორებისთვის. 2015 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში მასწავლებელთა გარკვეული რაოდენობაა მომზადებული, რომლებიც ისტ-ის სასწავლო პროცესში ინტეგრირების უნარ-ჩვევებს ფლობს.
მიზნები და ამოცანები
- მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით.
- სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა ისტ-ში მომზადებული მასწავლებლების რესურსის გააქტიურების, მათში დაგროვილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში თანმიმდევრული გამოყენების ხელშეწყობის, ასევე სკოლის დირექციის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის გზით.
- ქართულენოვანი ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნა და გამოყენების პოპულარიზება ისტ-ის სასწავლო პროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.
სამიზნე ჯგუფი
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგები ტარდება საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, ბიბლიოთეკარებისა და დირეტორებისთვის.
- ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.tpdc.ge.
|