მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მინისტრმა ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა
სიახლეების არქივი09 იანვარი , 2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საატესტატო, ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების პროგრამის დამტკიცების შესახებ სპეციალურ ბრძანებას მოაწერა ხელი. საგამოცდო პროგრამები წელს პირველად  ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან სრულ შესაბამისობაშია მოყვანილი. 

მასწავლებელთა სასერტიფიკატიო გამოცდებზე საგამოცდო დრო გაიზრდება.

მთავარი პრიორიტეტი და სიახლე ახლადდამტკიცებულ საგამოცდო პროგრამში გახლავთ ის, რომ დეტალიზირებულია და ჩაშლილია საგამოცდო საკითხთა ჩამონათვალი,  მითითებულია ამ საკითხთა ინდექსები და კავშირები ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ასევე მოცემულია ის საგნობრივი უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს კონკრეტული საგნის სწავლების დროს მოეთხოვება.

საგამოცდო პროგრამაში თითოეული საგნის მიხედვით წარმოდგენილია სამი გრაფა. პირველ გრაფაში ჩამოთვლილია საკითხები, მეორე გრაფაში დაზუსტებულია აღნიშნული  საკითხები, ხოლო მესამე გრაფაში  მოცემულია ინდექსები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებულ  პირს შეეძლება აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მოძიება.

მაგ:

საკითხთა ჩამონათვალი

საკითხთა დაზუსტება

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

1.არქეოლოგიური პერიოდები  საქართველოში

2. დიაოხი და კოლხა

  1. 1.

 

  • ბრინჯაოს ხანა საქართველოში;

 

  • უძველესი ქართული სამეფოების ურთიერთობა ასურეთსა და ურარტუსთან.

ისტ. XI . 1.

ისტ. XI . 2.

ისტ. XI . 5.

ისტ. XI . 6.

ისტ. XI . 2.

ისტ. XI . 4.

საგამოცდო პროგრამებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების, მასწალებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ კომისიის მუშაობის პროცესში წელს პირველად შეაჯერეს პოზიციები და საგამოცდო პროგრამა ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ერთობლივად შეიმუშვეს.

გამოცდების ეროვნული პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge-ზე განთავსდება და მისი ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.