მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს. პროგრამას
„სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან“
(eTwinning Plus) ცენტრი 2013 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანია ქართველი და ევროპელი
მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. Etwinning-ის
ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.
პროგრამა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ევროპის მასშტაბით ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში. eTwinningPlus პორტალი
https://www.etwinning.net/en/pub/index.htm მთავარი სამუშაო სივრცეა,
რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს პარტნიორების მოსაძიებლად, სასურველი პროექტების
შესარჩევად და მასში მონაწილეობის მისაღებად მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და სერვისებს
სთავაზობს.
2017 წლიდან ქართველ მასწავლებლებს
საშუალება ეძლევათ eTwinning-ის პორტალზე განახორციელონ
პროექტები ქართველ პარტნიორებთან ერთად ქართულ ენაზე (აუცილებელი პირობაა, რომ პარტნიორი
მასწავლებლები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან), თუმცა პროექტის სპეციფიკიდან
გამომდინარე, პრიორიტეტად რჩება ევროპული პროექტები, განხორციელებული ევროპელ პარტნიორებთან
ერთად. მასწავლებლები, რომლებიც განახორციელებენ
ევროპულ პროექტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთნონ
პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კონკურსებში, მოიპოვონ
საერთაშორისო აღიარება, მიიღონ ევროპული ხარისხის
ნიშანი და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში, ხოლო ეროვნული
პროექტების (ქართულ ენაზე) განხორციელებისას მასწავლებლები მიიღებენ მხოლოდ ეროვნულ
ხარისხის ნიშანს. სქემის ფარგლებში კრედიტქულის
მინიჭება მოხდება ორივე შემთხვევაში.
რეგისტრაცია იწარმოებს 2 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
ავტობიოგრაფია და პროექტის გეგმა (ინგლისურ ან ქართულ ენაზე
დანართი
N1 -ის მიხედვით) გამოაგზავნეთ შემდეგ
ელექტრონულ მისამათზე etwinningplusgeo@tpdc.ge 10 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით.
|