მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში
პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა,
რომელსაც სხვადასხვა საგნობრივი
ჯგუფის 184 კონსულტანტ-მასწავლებელი ესწრებოდა.
შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის მონაწილე მასწავლებელთა კონსულტირებაისეთ მნიშვნელოვან
საკითხებზე, როგორიცაა, პორტფოლიოს წარმოება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, პროექტ-გაკვეთილის
დაგეგმვა-განხორციელება, კლას-კომპლექტებში მუშაობის მეთოდები, თემატური გეგმების შედგენა,
რესურსების შექმნა, სასწავლო პროექტებზე მუშაობა და სხვა.
“აღნიშნული ტრენინგის გავლა ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის
მონაწილეთათვის. ეს მათ გაუადვილდებთ სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვას, პროექტ-გაკვეთილების დაგეგმვას
და პორტფოლიოს წარმოებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე მუშაობას - განაცხადა პროგრამის
მენეჯერმა ლალი წიკლაურმა.
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან წარმატებით
ხორციელდება. პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, სწავლა-სწავლების
პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა
საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეულ სკოლებში.
|