მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
ბათუმში პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სიახლეების არქივი08 ნოემბერი , 2017

პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში, ბათუმში, უცხოელი მოხალისე და ადგილობრივი მასწავლებლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე უცხოენოვანმა და ქართველმა მასწავლებლებმა ერთობლივად განიხილეს როგორც პროფესიული განვითარების, ისე სწავლა-სწავლებისა და ადგილობრივ თემთან კომუნიკაციის საკითხები.

აღნიშნული შეხვედრისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შეიქმნა ახალი ტრენინგ-მოდულები ინგლისურენოვანი, ფრანგულენოვანი და გერმანულენოვანი ჯგუფებისთვის.

სემინარს ესწრებოდნენ ის უცხოელი მოხალისე მასწავლებლებიც, რომლებიც პროგრამის არსებობის ისტორიაში პირველად პროფესიული სასწავლებლების პედაგოგები გახდნენ და ადგილობრივ სტუდენტებთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან მუშაობენ.

პროგრამამ 2010 წლიდან დღემდე ბევრი ცვლილება განიცადა. დაიხვეწა პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მოხალისე მასწავლებელთა და ადგილობრივი სკოლების შერჩევის პროცესი. 2012 წლიდან პროგრამას შეუერთდა ჩინური ენის მოხალისე მასწავლებლები, ხოლო 2015 წლიდან პროგრამაში ჩაერთვნენ ფრანგული და გერმანული ენების მოხალისე მასწავლებლებიც. 2013 წლიდან პროფესიული განათლების პრიორიტეტულობამ გამოკვეთა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების განვითარების პარალელურად ენის კომპეტენციის გაღრმავების საჭიროებაც, რის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საპილოტე რეჟიმში დაიწყო უცხოელი მოხალისე მასწავლებლების განაწილება პროფესიულ სასწავლებლებში.

პროგრამაასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2010 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი უცხოური ენის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გზით ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და უცხოური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ადგილობრივ თემში.