მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე ტრენინგი მიმდინარეობს
სიახლეების არქივი02 ოქტომბერი , 2017

ტრენინგი თბილისის, რუსთავის, ხულოსა და შუახევის 220 სკოლის დირექტორმა და პროექტის ფარგლებში სკოლის ბაზაზე შერჩეულმა ამდენივე ფასილიტატორი გაიარა. მათ ჩაუტარდათ ლიდერობის მეორე აკადემიის მესამე, მეოთხე და მეხუთე ტრენინგმოდულები, რაც გაერთიანებულია ტრენინგ კურსში. ტრენინგის თემებია: „ლიდერობა და ხელმძღვანელობა“ ,,სასწავლო თემის განვითარება“ და „21-ე საუკუნის კლასის მახასიათებებლები, ნაწილი II”, რაც ჯამში 48 საკონტაქტო საათს შეადგენს.

ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. ასევე, მასწავლებლებში განავითაროს ლიდერობის და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.

ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული.

ლიდერობის პირველი აკადემია 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე გაიარა. მონიტორინგის შედეგების თანახმად, ლიდერობის პირველი აკადემიის მონაწილე დირექტორთა 81%-მა მიიჩნია, რომ ტრენინგის სასწავლო მიზნები შეესაბამებოდა მათ პროფესიულ საჭიროებებს. ასევე, დირექტორთა 76% აღნიშნა, რომ ტრენინგმა გაზარდა მათი პროფესიული დონე და მიღებული ცოდნა დაეხმარება გახდეს უკეთესი დირექტორი.

ლიდერობის აკადემიის ყოველი საფეხურის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX-ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.