მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში
მოხალისე მასწავლებლებს რვადღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.
საორიენტაციო ტრენინგები
ქართული ენის, ინტერკულტურული კომუნიკაციის და ზოგადი მეთოდიკის კურსს მოიცავდა.
ასევე, მოხალისე მასწავლებლები ტრენინგების განმავლობაში გაეცნენ საქართველოს
კულტურას და მიიღეს რეკომენდაციები სხვადასხვა ტექნიკურ და საყოფაცხოვრებო საკითხებზე,
როგორიცაა ქალაქში გადაადგილება, მობილური
ოპერატორის გამოყენება და სხვა.
მოხალისე მასწავლებლები
უკვე განაწილდნენ საქართველოს 8 რეგიონში; აჭარა, გურია, სამეგრელო ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი,
იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი. ისინი მზად არიან სკოლაში მუშაობის გარდა,
თემში უცხოური ენის შესწავლით დაინტერესებულ ყველა პედაგოგს შეასწავლონ ენა.
პროგრამის
„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში საქართველოს ყოველწლიურად უცხოენოვან
მოხალისე მასწავლებელთა რამდენიმე ჯგუფი სტუმრობს. მოხალისე მასწავლებლები ცხოვრობენ
მასპინძელ ოჯახებში და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც, უცხოური
ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის სხვა წევრებთან თანამშრომლობით, აქტიურად
ერთვებიან სასკოლო და სათემო ცხოვრებაში. უცხოელ კოლეგებთან ერთად ადგილობრივი უცხოური
ენის პედაგოგები იმაღლებენ ენის ცოდნის დონეს, მოიძიებენ და ამუშავებენ მოსწავლეთა
საჭიროებებიდან გამომდინარე დამატებით მასალებს, ასევე, ეცნობიან და ნერგავენ ენის
სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
|