მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, პროგრამის მენეჯერი ნინო ელბაქიძე, კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ბერაია და ვიცეპრეზიდენტი მაია ჩიხლაძე.
ასოციაციამ ცენტრთან თანამშრომლობის სურვილი და კერძო კოლეჯების მასწავლებელთა ტრენინგებში ჩართვის მზაობა გამოთქვა. აღნიშნული საჭიროება, მათივე თქმით, დუალური პროფესიული განათლების დანერგვის პროცესიდან გამომდინარეობს, რადგან დუალურ განათლებაში გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ პედაგოგების პროფესიონალიზმი და პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვაა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისთვის მუშაობას აგრძელებს.
|