მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III ეროვნული კონკურსის გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
სიახლეების არქივი16 ივნისი , 2017
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III ეროვნული კონკურსის გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს გამარჯვებულმა საგუნდო კოლექტივებმა თბილისიდან და რეგიონებიდან. ღონისძიებას საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე ლიანა ჭონიშვილი და საქართველოს საგუნდო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ედიშერაშვილი უძღვებოდნენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თაყაიშვილმა საჩუქრები გადასცა 10 მასწავლებელს, რომლებმაც ჟიურისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს. ასევე, ცენტრის მიერ დაწესებულ ნომინაციაში „საჯარო სკოლის მუსიკის საუკეთესო მასწავლებელი“ გამოვლინდა გამარჯვებული პედაგოგები, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცათ:

A - აკადემიური საგუნდო სიმღერის კატეგორიაში - თამარ ლეშკაშელი თელავის #4 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელობით გოგონათა გაერთიანებულმა გუნდმა კონკურსზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. დასახელებულ ნომინაციაში გამარჯვებულ პედაგოგს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „სალხინოს სასახლის კამერატას“ სამხატვრო ხელმძღვანელის, კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის შიო აბრახამიას ინიციატივით სხვა საჩუქრებთან ერთად გადაეცა ფესტივალზე დასწრების სამდღიანი საგზური.

B და C კატეგორიებში (ქართული ხალხური სიმღერა და ქართული გალობა) დაბა თიანეთის #2 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, მეცხრეკლასელთა ხალხური სიმღერის ანსამბლი, ხელმძღვანელი ნათია დავითაშვილი. ეს კოლექტივი კონკურსის ვერცხლის მედლის პრიზიორია. სხვა საჩუქრებთან ერთად მას ცენტრის სახელით გადაეცა DVD ფლეერი.

“ყველა სკოლა, რომელმაც წარმოადგინა საგუნდო კოლექტივი კონკურსზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღებს მადლობის სერტიფიკატს, ხოლო თითოეული მასწავლებელი, რომელმაც მოამზადა საგუნდო კოლექტივი, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მიიღებს 0,5 კრედიტქულას“ - განაცხადა ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტმა რუსუდან თაყაიშვილმა.

იხილე ვიდეო ინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=JIC1zDFyKI0