მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
უცხოელ მოხალისე პედაგოგებისთვის სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
სიახლეების არქივი03 ივნისი , 2017
„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. სასწავლო წელი, უცხოელ კოლეგებთან ერთად, უცხოური ენის ქართველმა პედაგოგებმაც შეაჯამეს და მოხალისეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის მოსწავლეებიც, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ, უცხოენოვანი ესეების კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, უკვე მეშვიდე წელია, რაც უცხოელი მოხალისე მასწავლებლების დახმარებით, საქართველოს საჯარო სკოლებში უცხოური ენების სწავლების ხარისხი უმჯობესდება. 2012 წლიდან პროგრამამ ცვლილებები განიცადა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოხალისე მასწავლებელთა შერჩევის კრიტერიუმები დახვეწა, გარდა ამისა, უფრო მრავალფეროვანი გახდა და ინგლისურენოვან მასწავლებლებს, ჩინური, ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლებიც შეუერთდნენ. 

„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ახლა უკვე არა მარტო უცხოური ენების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არამედ ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კუთხითაც მუშაობს. უცხოელი მოხალისეების საქმიანობის ნაწილს კოლეგებთან თანამშრომლობა, ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და ადგილობრივი მასწავლებლების ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით, უცხოურ ენაზე კომუნიკაცია წარმოადგენს.