მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში შუალედური შეხვედრა და სამდღიანი ტრენინგი გაიმართა. შეხვედრაში 192 კონსულტანტ-მასწავლებელი მონაწილეობდა.
პედაგოგებმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში შემუშავებული ახალი ტრენინგმოდული - „საგაკვეთილო დაკვირვება“ გაიარეს.
საგაკვეთილი დაკვირვების ძირითადი პრინციპების და ელემენტების გარდა, პედაგოგები გაეცნენ იმ ძირითად წესებს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი უკუკავშირის განხორციელებისთვის.
“აღნიშნული ტრენინგის გავლა ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეთათვის. ეს მათ გაუადვილდებთ ადგილობრივ პედაგოგებთან თანამშრომლობას“ - განაცხადა პროგრამის მენეჯერმა ლალი წიკლაურმა.
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეულ სკოლებში.
|