მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი
მაჩაბელი მარნეულის N5 საჯარო სკოლას ეწვია და პროფესიული უნარების ტრენინგის მიმდინარეობას
გაეცნო. ტრენინგს ამჟამად არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები გადიან,
ვისაც დაადასტურებული აქვს სახელმწიფო ენის შემსწავლელ
კურსში ქართული ენის ფლობა ა2 დონეზე.
ტრენინგი "სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება"
ზოგადიპროფესიულიუნარებისგანვითარების
მიზნით ხორციელდება. ტრენინგს ქვემო ქართლის სკოლებში პარალეურად 100-მდე მასწავლებელი
გადის, ხოლო სამცხე-ჯავახეთის არაქართლენოვანი სკოლების ადგილობრვი მასწავლებლებისთვის
ტრენინგი უახლოეს დღეებში დაიწყება.
ცენტრის დირექტორი მარნეულის N2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო-საკონსულტაციო
შეხვედრასაც დაესწრო, შეხვედრას, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები ესწრებოდნენ, სქემაში შეტანილი ცვლილებები განიხილეს.
|