მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
150 ტრენერი მასწავლებელთა ზოგადპროფესიული კურსის ტრენინგმოდულის ჩატარებაში გადამზადდა
სიახლეების არქივი12 მარტი , 2017
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, 150 ტრენერი გადაამზადა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 7000-ზე მეტ საჯარო სკოლის მასწავლებელს ზოგადპროფესიული უნარების ტრენინგს ჩაუტარებს.

ტრენინგი მასწავლებლებს დაეხმარება სასწავლო პროცესის პოზიტიურად და ეფექტურად მართვის უნარების გამომუშავებაში. შედეგად, პედაგოგები შეძლებენ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც თითოეული მოსწავლე ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში შეძლებს სწავლას.

ასევე, ტრენინგზე მიღებული ცოდნა მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, გააცნობიერონ კოლეგებთან თანამშრომლობითი კულტურისა დამკვიდრების მნიშვნელობა და პროფესიული პორტფოლოს გამოყენების სარგებელი.

ზოგადპროფესიული უნარების კურსის მესამე მოდული „სასწავლო პროცესის პოზიტიურად მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისთვის“ ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების მიერ საქართველოში მოქმედი მასწავლებელთა საჭიროების კვლევის საფუძველზე შემუშავდა.

აღნიშნული ტრენინგში მიმდინარე წლის აპრილ-მაისის თვეებში მთელი საქართველოს მასშტაბით VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის ყველა საჯარო სკოლის 7000-ზე მეტი მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებმაც უკვე გაიარეს ტრენინგი ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველი და მეორე მოდულის მიხედვით 2016-2017 წლის ოქტომბერ-თებერვლის პერიოდში.

პროექტის ფარგლებში, ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსაც. საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა დაგადამზადდებიან რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ტრენერები.

პროექტის ფარგლებში, 2016-2018 წლებში, მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურსს:

1. ზოგადპროფესიულ უნარებში (სამი თორმეტსაათიანი მოდული; სულ 36 საათი - 3 კრედიტქულა)

2. აქტიური სწავლება საგანში (ერთი ოცდაოთხსაათიანი მოდული - 2 კრედიტქულა)

ტრენინგებს მასწავლებლები ორ ნაკადად გაივლიან. მასწავლებლების პირველი ნაკადის პროფესიული განვითარების კურსი 2016 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდება (ზოგადპროფესიული უნარებსა და საგნობრივ მეთოდიკაში); მასწავლებელთა მეორე ნაკადი კი გადამზადების იგივე კურსს 2017 ოქტომბერი - 2018 ივლისის პერიოდში გაივლის.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.