მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ პროექტების მიღება დაიწყო
სიახლეების არქივი10 მარტი , 2017

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პროექტების კონკურსს „ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“. პროექტების კონკურსი ცხადდება საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლებისა და ევროპული ღირებულებების საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია და მოსწავლეების მიერ კონკრეტული თემების შესახებ ცოდნის შეძენა, გაღრმავება.

აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს 2016 წელს ჩატარებული კონფერენციის დასკვნით ეტაპს და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა სამოქალაქო განათლების, ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო-საშუალო საფეხურის პედაგოგს.

პროექტები შეიძლება იყოს კვლევითი, შემეცნებითი, გამოყენებითი ან შემოქმედებითი ხასიათის. შინაარსობრივი თვალსაზრისით, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდნენ ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების თემატიკას ან ინტეგრირებულნი იყვნენ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებთან.

სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით 2014 წლიდან ახორციელებს პროექტსმასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი კონფერენცია მასწავლებლებისათვის - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ და მეორე ეტაპი კონკურსი როგორც სემინარის მონაწილე, ისე პროექტის მეორე ეტაპზე ჩართვის მსურველი მასწავლებლებისათვის.

პროექტები მიიღება 2017 წლის 31 იანვრიდან - 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით.

პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: guidetoeurope@gmail.com  

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს