განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეორვნული ცენტრის დირექტორიგია მამულაშვილი სომხური სკოლების დირექტორებს შეხვდა და მათ დამხმარესახელმძღვანელოები გადასცა.
ცენტრისმიერ გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელო ორენოვანია. მასში ქართულ და სომხურენზებზე განხილულია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეშიაღიარებული წარმატებული სკოლის სტანდარტები და ინდიკატორები. „სკოლის დირექტორის პრაქტიკულ გზამკვლევში“ დირექტორებს საშუალება აქვთ მოიძიონ ინფორმაცია, როგორშეადგინონ სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა და როგორგანახორციელონ ამ გეგმის მონიტორინგი; ასევე როგორ მოიძიონ და დაასაქმონ სკოლაშიმაღალკვალიფიციური კადრები და იზრუნონ მათ პროფესიულ განვითარებაზე. სახელმძღვანელოში ასევეთავმოყრილია რეკომენდაციები საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური ფორმების შესამუშავებლად.
დირექტორებსსახელმძღვანელოები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგანუფასოდ გადაეცათ. შეხვედრა ქუთაისში,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიმართა, სადაცსაქართველოს მასშტაბით ყველა სომხური სკოლის დირექტორი ქართული ენის კურსებსგადის. |