მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ „ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან“, „სამოქალაქო
განათლების პედაგოგთა ფორუმთან“, „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასთან“ და „ასოციაცია-ბიოსთან“ ხელშეკრულებები
გაფორმდა.
საგრანტო პროექტის მიზანია პროფესიული განვითარების სფეროში მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციების/გაერთიანებების
ჩართვა და ამ პროცესში მათი აქტივობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს გარე ფაქტორების გაძლიერებას და შექმნის პირობებს ცენტრის სერვისების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის.
პროექტები გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან სტანდარტების საჯარო განხილვებს,
ფოკუს-ჯგუფების ჩატარებას და კვლევის ანგარიშის მომზადებას, სამაგიდო კვლევის განხორციელებას.
აღნიშნული მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის
საგნობრივი სტანდარტის და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შედარებით
ანალიზს, რომლის საფუძველზეც უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტის გასაუმჯობესებლად.
ცენტრი სამომავლოდ
არაერთ ღონისძიებას გეგმებას საგნობრივი ასოციაციების ჩართულობის გაზრდისთვის მასწავლებლის
პროფესიული განვითარების პოლიტიკის განსასაზღვრად.
|