მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია დასრულდა
სიახლეების არქივი12 დეკემბერი , 2016

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით მიმდინარე მასწავლებელთა მეოთხე ეროვნული კონფერენცია დასრულდა.

კონფერენცია, სახელწოდებით “მოსწავლის გამჭოლი კომპეტენციის განვითარება”, ორი დღის განმავლობაში საერთო სესიებითა და თემატურ სექციებში წარმოდგენილი მოხსენებებით მიმდინარეობდა. ღონისძიებაში საჯარო და კერძო სკოლების ასამდე მასწავლებელი იყო ჩართული, ხოლო მოხსენებები წარმოადგინა ორმოცდაცხრამეტმა პედაგოგმა.

მოხსენებები სხვადასხვა თემატიკის მიხედვით იყო დაჯგუფებული: წიგნიერების განვითარება; ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარება; ციფრული და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარება; სწავლება კატასტროფების რისკების მართვის შესახებ (მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის); ასევე, ეკოლოგიური წიგნიერების განვითარება.

კონფერენციაზე თემები წარმოადგინეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმაც, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების, ექსპერიმენტებით სწავლებისა და ბუნების შემეცნებაში განათლების როლის შესახებ.

კონფერენციაზე საინტერესო ექსპოზიცია წარმოადგინა ატომური კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ (CERN). მასწავლებლებს, კერძოდ, ფიზიკის პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ცერნის კოლაიდერის ამსახველ მხატვრულ ფოტომასალას, რომელიც სამყაროს წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ალეგორიებსა და ასოციაციებს შეიცავდა.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოცხადდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივმა კონსულტანტებმა შემოსული 300-მდე განაცხადიდან 59 საუკეთესო მოხსენება შეარჩიეს.