ათასწლეულის
გამოწვევის ფონდმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქალთა
მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისა და გენდერული ძალადობის
წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ტრენერებისთვის ტრენინგ-კურსი „გენდერულად
მიუკერძოებელი სასწავლო პროცესი“ ჩაატარეს.
ტრენინგის მიზანი იყო გენდერული კომპეტენციის განვითარებაზე მუშაობის
გაძლიერება და ტრენერთა პრაქტიკის
გაღრმავება, რათა მათ უფრო ეფექტურად წარმართონ აღნიშნული კომპეტენციის განსავითარებელი
ტრენინგი თავიანთ სამიზნე აუდიტორიაში.
ტრენინგ-კურსი
დეკემბრის თვეში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა 40-მდე ტრენერმა გაიარა.
გადამზადებული ტრენერები ჩართულები არიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს
„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტში“, რომელსაც
ახორციელებს 2016-2019 წლების განმავლობაში მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განახორციელებს.
ტრენინგ-კურსის
ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იმ მრავალი კვლევიდან, რომელიც საერთაშორისო
თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ხორციელდება და მიუთითებს სასწავლო გარემოში
დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების
არსებობაზე, რაც განსაკუთრებით გამოხატულია გოგონების მიმართ ზუსტი და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ნაწილში.
ტრენინგზე განიხილეს ისეთი
საკითხები, როგორიცაა გენდერული დისკრიმინაცია, მიკერძოება, გენდერული თანასწორობა
და თანასწორობის მცდარი გაგება,
გენდერული განსხვავებები და მსგავსებები,
გენდერული სოციალიზაცია და სტერეოტიპიზაცია.
მიღებული ცოდნა
ტრენერებს საშუალებას მისცემს, იმუშაონ გენდერული სტერეოტიპის
შეცვლაზე ცნობიერების და ქცევის დონეზე.
ტრენინგის მონაწილეთა
განცხადებით, ტრენინგმა მათ ახალი ცოდნა
და დამოკიდებულებები შესძინა, ასწავლა, თუ როგორ უნდა წარიმართოს გენდერულად მიუკერძოებული
სასწავლო პროცესი. ახალ სატრენინგო
ტექნიკას კი, ისინი საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენებენ.
ათასწლეულის
გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული
განვითარების პროექტი“ ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის მიერ,
ათასწლეულის
გამოწვევის
კორპორაციის
ფინანსური
მხარდაჭერითა
და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
|