მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს
სიახლეების არქივი01 დეკემბერი , 2016

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში ტრენინგებს აგრძელებს. ამჟამად, მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ტრენინგების მეორე ეტაპის ჩასატარებლად ტრენერების მომზადება მიმდინარეობს. 2017 წლის იანვრიდან მე-7-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის მოქმედ პედაგოგებს ზოგადპროფესიული უნარების მეორე მოდულში - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო-სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები“ გადაამზადებენ.

ტრენინგ-მოდული მიზნად ისახავს, მონაწილეებს გააცნოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები და დაეხმაროს მათ მიღებული ცოდნის საკუთარ პრაქტიკასთან დაკავშირებაში. ტრენინგი მონაწილეებს ხელს შეუწყობს სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრასა და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში. მონაწილეები ასევე გაეცნობიან შემაჯამებელი შეფასების სხვადასხვა ფორმებს, შეფასების რუბრიკის შექმნის წესსა და შეფასების პროცესში გასათვალისწინებელ უმთავრეს პრინციპებს. მოდულში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობაზე და მისი სასწავლო პროცესში მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენებაზე. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებს ეძლევათ განმავითარებელი შეფასების ტექნიკების მოდელირების საშუალება. მოდული მონაწილეებს ასევე დაეხმარება შეფასების შედეგების გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით გაანალიზებაში და სწავლების პროცესის შესაბამის მოდიფიცირებაში.

ზოგადპროფესიული უნარების მეორე მოდულს პირველ ეტაპზე ის მასწავლებლები გაივლიან, ვინც 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გაიარა პირველი მოდული - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“. საერთო ჯამში 9000 მდე მასწავლებელი.

პროექტის ფარგლებში მასწავლებლების გადამზადება ორ ნაკადად განხორციელდება: 2016-2017 სასწავლო წელს, გრძელვადიანი გადამზადების კურსს 9000 მასწავლებელი დაიწყებს. მასწავლებელთა მეორე ნაკადი კურსს 2017-2018 სასწავლო წელს გაივლის. საერთო ჯამში პროექტის ფარგლებში 2019 წლამდე 18000 საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი გაივლის.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, მთლიანობაში ზოგადპროფესიული უნარების სამი მოდულისა და საგნობრივი მეთოდიკის მოდულისგან შედგება. კურსი თითოეული ნაკადისთვის 9 თვეზეა გაწერილი და მოიცავს ტრენინგზე შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის კომპონენტებს, მათ შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით, რეგიონულ დონეზე მასწავლებელთა შეხვედრების ორგანიზებას.

კურსს სერტიფიცირებული ტრენერები უძღვებიან, რომლებიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტების მიერ შედგენილი პროგრამებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერთა სკოლაში გადამზადდნენ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.