მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
კვალიფიციური მასწავლებლების მომზადების ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სიახლეების არქივი21 ნოემბერი , 2016

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს თანამშრომლობა და შეთანხმებული მოქმედება G-PriED-ს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებს შორის, რათა, თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენისა და შესწავლის გზით, ხელი შეეწყოს კვალიფიციური და პროფესიონალი მასწავლებლების მომზადებას და მომავალი კადრების მოზიდვას.

მემორანდუმის ფარგლებში G-PriEd-ი და TPDC-ი უნივერსიტეტებს გაუწევენ შემდეგი სახის დახმარებას:

· უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ არსებულ სასწავლო პროგრამას, მის სილაბუსებს და რეკომენდაციების სახით წარუდგენენ კომენტარებს ცვლილებებთან დაკავშირებით G-PriEd-ის მეთოდოლოგიისა და რესურსების გათვალისწინებით;

· G-PriEd-ი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სისტემატურად გაუწევენ კონსულტაციებს ფაკულტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის მენეჯმენტის წარმომადგენლებს;

· მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და G-PriEd-ი დაეხმარებიან უნივერსიტეტებს სასწავლო კურსისა და განათლების პროგრამის სილაბუსების დასრულებაში;

· ფაკულტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს მიეცემათ წვდომა G-PriEd-ის პორტალზე www.kargiskola.ge, ელექტრონული ტრენინგებისა და ელექტრონული საკლასო შეფასების სივრცის ჩათვლით.

· ფაკულტეტის წარმომადგენლებს გადაეცემათ საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის მიერ დაბეჭდილი რესურსები;

· მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) განახორციელებენ სასწავლო პროგრამისა და კურსის მიმდინარეობის მონიტორინგს პირდაპირი დაკვირვების გზით, ხოლო, მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და წარუდგენენ ჩართულ მხარეებს.