მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
რეგიონების სკოლების სპეციალური მასწავლებლებისთვის სასწავლო ტური ჩატარდა
სიახლეების არქივი29 ოქტომბერი , 2016

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რეგიონში დასაქმებული სპეციალური მასწავლებლებისთვის სასწავლო ტური ჩაატარა. ტურის მიზანი იყო რეგიონების საჯარო სკოლების ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ცოდნისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესება და ამ გზით, ინკლუზიური განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა.

პროექტში, სხვადასხვა რეგიონების საჯარო სკოლებში დასაქმებული ინკლუზიური განათლების 30-მდე სპეციალისტი ჩაერთო, რომლებმაც თბილისის 10 საჯარო სკოლაში, პროექტის ტუტორებად შერჩეულ ინკლუზიური განათლების მასწავლებლებთან პრაქტიკული კურსი გაიარეს.

ერთკვირიანი ტურის ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს, თავდაპირველად, შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხილათ საკუთარ სკოლებში არსებული გამოწვევები და მიდგომები, ხოლო შემდგომ, გაცნობოდნენ წარმატებულ ინკლუზიურ კლასებს, ინტეგრირებული კლასის სპეციფიკას და სპეციალურ სკოლას. სასწავლო ტური დასრულდა შემაჯამებელი შეხვედრით, რომელზეც მონაწილეებმა განიხილეს განვლილი მასალა და მიღებული გამოცდილება, გარდა ამისა, საკუთარი სკოლისთვის შეიმუშავეს ინკლუზიური გარემოს შექმნის გეგმა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების საკითხებზე და ამ მიმართულებით სპეციალისტების გადამზადებაზე. გარდა ზემოაღნიშნული სასწავლო ტურისა, ცენტრში პერიოდულად ტარდება ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ტრენინგები, ჟესტური ენის კურსები ყრუ პირების, მათი მასწავლებლებისთვის, ოჯახის წევრებისა და თარჯიმნებისათვის, ასევე ბრაილის შრიფტისა და მის სწავლების მეთოდების ტრენინგები მხედველობის დარღვევის მქონე პირთა პედაგოგებისთვის.