"პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების პროგრამის" ფარგლებში, ტუროპერატორის პროგრამის მიმართულებით, ტურისტულ
კომპანიაში - "Discover Georgia" კოლეჯის მასწავლებელთა ტრენინგები
მიმდინარეობს. ტრენინგებს საქართველოს პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებების
თბილისის და რეგიონის მასწავლებლები ესწრებიან.
პროფესიული მასწავლებლების საწარმოში ტრენინგები
გულისხმობს მასწავლებელთა გადამზადებას რეალურ სამუშაო გარემოში პოტენციურ
დამსაქმებლებლთან, რათა მასწავლებლები გაეცნონ დამსაქმებლის
მიმდინარე სამუშაოებს, უახლოეს ტექნოლოგიებსა და მეთოდებს, რომელთაც ისინი კლიენტთან
ურთიერთობის დროს იყენებენ.
ტრენინგის
ფარგლებში ტუროპერატორ მასწავლებლები ეცნობიან მიზნობრივი ტურისტული ბაზრისა და მომწოდებლების შერჩევას, ტურის მიმდინარეობის
მონიტორინგის განხორციელებას, ჩატარებული ტურის
ანგარიშის მომზადებას, ბაზრის შესწავლის საფუძველზე საბაზრო ფასის დადგენას და ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე სასტუმროების,
რესტორნების, გიდების, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებთან კომუნიკაციის
თავისებურებებს.
ტუროპერატორ
მასწავლებელთა ტრენინგი იგეგმება პროფესიულ მასწავლებელთა საჭირობების დადგენის
შედეგად. დარგის ექსპერტი იკვლევს
მასწავლებელთა აკადემირ საჭიროებებს პროფესიის სტანდარტზე დაყრდნობით, რის შემდეგაც
ხდება შესაბამისი ორგანიზაციის ტრენინგისათვის შერჩევა.
|