მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით 100-მდე მასწავლებელს უმასპინძლა.
საზეიმო
მიღებაზე, წარმატებული საქმიანობისა და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე
ზრუნვისათვის, ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა ცენტრის პროგრამების, საჯარო
სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების 12 მასწავლებელი დააჯილდოვა. გარდა ამისა,
ლიბერთი ბანკისგან ფულადი ჯილდო გადაეცა „მსოფლიო მასშტაბური გაკვეთილის“ 10
საუკეთესო მონაწილე მასწავლებელს.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, ასევე, გამოვლინდა, ცენტრის მიერ,
მისი არსებობის ისტორიაში პირველად ინიცირებული ლიტერატურული კონკურსის სამი
გამარჯვებული მწერალი, რომლებსაც ფულადი ჯილდო და საჩუქრები გადაეცათ.
საზეიმო
მიღებას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მინისტრის
მოადგილე ლია გიგაური, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები დაესწრნენ.
მსოფლიო 1994
წლიდან აღნიშნავს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი, ამ დღეს, მასწავლებლებისთვის, ტრადიციულ საზეიმო
მიღებას მართავს.
|