მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია
სიახლეების არქივი29 სექტემბერი , 2016

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დელეგაცია და მისი ხელმძღვანელი, კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნენსი ლი ეწვია. დელეგაცია ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებულ, „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს“ გაეცნო. პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, 2015 წელს, ცენტრსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გადის ლიდერობის აკადემიის ტრენინგებს, ხოლო 20 000-მდე ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მე-7-12 კლასების მოქმედი მასწავლებელი სამი წლის განმავლობაში პროფესიული განვითარების კურსს გაივლის.  

მეორე კომპაქტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი ინვესტიციაა, რომელიც მხოლოდ განათლებას ეხება. კომპაქტი 2014 წელს დაიწყო. მისი ბიუჯეტი $140 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) განათლების ხარისხის გაუმჯობესებას სტრატეგიული ინვესტიციების მეშვეობით. ინვესტიცია მიმართულია განათლების სხვადასხვა დონის განვითარებისთვის და ეხება ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიცაა ქალები და სოციალურად დაუცველი პირები.

ინვესტიცია ეყრდნობა იმ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში მიღებული უკეთესი განათლების მქონე პროფესიონალები ხელს შეუწყობენ საქართველოში გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, რომლითაც სარგებელს მიიღებს 17 მილიონი საქართველოს მოქალაქე.

2006 წლიდან, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და საქართველოს მთავრობა ერთად მუშაობს ეკონომიკური ზრდის, სიღარიბის დაძლევისა და ქართველი ხალხის პოტენციალის გამოვლენის წახალისებისთვის. ბოლო ათი წლის განმავლობაში, პირველი და მეორე კომპაქტის შემდეგ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, დაახლოებით, $600 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. აღნიშნული მხარდაჭერა გამოხატავს აშშ–სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობასა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ თანადგომას.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტოა, რომელიც მსოფლიოში სიღარიბის დაძლევისთვის, ეკონომიკური ზრდის მეშვეობით, სხვადასხვა პროექტებს (კომპაქტებს) ახორციელებს. კორპორაცია შეიქმნა 2004 წელს და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდისათვის გამოყოფს საჭირო ინვესტიციებს გრანტის სახით, რომლებიც აკმაყოფილებენ კარგი მმართველობის მკაცრ სტანდარტებს კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიული უფლებების დაცვით.