მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
იორდანიის განათლების მინისტრი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ეწვია
სიახლეების არქივი01 აგვისტო , 2016

იორდანიის განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი მოჰამად თნეიბათი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გაცნობისა და გაზიარების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ეწვია. ცენტრის ხელმძღვანელობა იორდანიის დელეგაციას ამ მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, კერძოდ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, ასევე, რეფორმის განხორციელების პროცესში ცენტრის ფუნქციებ და საქმიანობა გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ალექსანდრე ჯეჯელავასთან. სამუშაო შეხვედრები გაიმართება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრსა და აჭარის განათლების სამინისტროში.

ვიზიტის მიზანია საქართველოს განათლების რეფორმის პროცესის შესწავლა, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკური კურსების გაცნობა და შეფასება, აღნიშნული რეფორმების პროცესში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის როლისა და ფუნქციების გაცნობა, ასევე, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისა და მისი კომპონენტების გაცნობა.

იორდანიის განათლების მინისტრის განცხადებით, მისი სურვილი იყო განათლების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკისა გაზიარება, რის შემდეგაც მიიღო გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) რეკომენდაცია, გაცნობოდა საქართველოს გამოცდილებას.