მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გასაცნობად საქართველოს იორდანიის განათლების მინისტრი ეწვევა
სიახლეების არქივი28 ივლისი , 2016
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გაცნობისა და გაზიარების მიზნით, საქართველოს 30 ივლისს იორდანიის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვევა. დელეგაციას იორდანიის ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი მოჰამად თნეიბათი უხელმძღვანელებს. ვიზიტის მხარდაჭერას გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) ახორციელებს.

დელეგაციას ერთი კვირის განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან და ვიცე-პრემიერთან დიმიტრ ქუმსიშვილთან. სამუშაო შეხვედრები გაიმართება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრსა და აჭარის განათლების სამინისტროში.

იორდანიის განათლების სამინისტრო ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების რეფორმების მიმართულებით საქართველო ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გლობალური ლიდერი.

„გასულ წლებში საქართველომ გაიარა საკმაოდ დინამიური და ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესი განათლების სფეროში. ეს პროცესი მიმდინარეობდა იორდანიის მსგავს პირობებსა და კონტექსტში, ამდენად ჩვენი სურვილია განხორციელდეს ვიზიტი საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობის მიზნით და დაისახოს სამომავლო თანამშრომლობის გზები ორ ქვეყანას შორის“ - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.

ვიზიტის მიზანია საქართველოს განათლების რეფორმის პროცესის შესწავლა, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკური კურსების გაცნობა და შეფასება, აღნიშნული რეფორმების პროცესში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის როლისა და ფუნქციების გაცნობა, ასევე, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისა და მისი კომპონენტების გაცნობა.