2 წლამდე გამოცდილების მქონე ტრენერებისთვის, N55 საჯარო
სკოლაში, ტრენერთა სკოლის მორიგი ტრენინგი
გაიმართა. ტრენერები გადიან ტრენერთა მომზადების ზოგად კურსს, რომელიც
მონაწილეებისთვის ითვალისწინებს „ტრენერთა კომპეტენციების ჩარჩოთი“ განსაზღვრული ცოდნის გადაცემას,
პროფესიული
უნარ-ჩვევების
განვითარებას
და
დამოკიდებულებების
ჩამოყალიბებას,
რომლებიც
აუცილებელია
ხარისხიანი
ტრენინგის
დაგეგმვისა
და
ჩატარებისთვის.
კურსი სამი მოდულისგან შედეგება: ზრდასრულთა სწავლების პრინციპები; ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკა; მოდულის დაგეგმვა, შეფასება და განვითარება. კურსის დასრულებისა და შეფასების პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები ტრენერის სერტიფიკატს მიიღებენ.
სატრენინგო კურსის დაფინანსება
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა
უზრუნველყო. პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ტრენერის მომზადების კურსის გავლის სურვილი
1300-მა პირმა გამოთქვა, გასაუბრება
გაიარა 800-მა და შეირჩა 300
კანდიდატი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში გადიან ტრენერის მომზადების 80 საათიან კურსს.
ტრენერთა სკოლის შექმნის საჭიროება უკანასკნელ პერიოდში პროფესიულ
განვითარებაზე მზარდი მოთხოვნის გაჩენამ და განსაკუთრებით რეგიონებში, ტრენერთა
კორპუსის სიმწირემ განაპირობა. ცენტრი უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მუშაობდა
ტრენერთა სკოლის კონცეფციაზე, რომლის საბოლოო სახის მიცემა და განხორციელება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
შემუშავდა ტრენერის სტანდარტი, ტრენერის მომზადების და პროფესიული განვითარების
წესი, ასევე, მოდულები ტრენერების მოსამზადებლად და გადასამზადებლად. ტრენერთა
სკოლის პრიორიტეტად განისაზღვრა ტრენერთა რეგიონული დაფარვის გაზრდა.
ტრენერთა სკოლის ამოქმედების მიზანია ხელს შეეწყობს
ტრენერთა
კორპუსის
გაძლიერებას
და
მათი
რესურსის
გამოყენებას
სხვადასხვა
ორგანიზაციის
(სახელმწიფო/არასამთავრობო/უნივერსიტეტი)
ფარგლებში,
ასევე სკოლებში დასაქმებული კადრების პროფესიული განვითარებისათვის.
|