მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
ტრენერთა სკოლა 2 წლამდე გამოცდილების მქონე ტრენერების მომზადებას უზრუნველყოფს
სიახლეების არქივი04 ივლისი , 2016

2 წლამდე გამოცდილების მქონე ტრენერებისთვის, N55 საჯარო სკოლაში, ტრენერთა სკოლის მორიგი ტრენინგი გაიმართა. ტრენერები გადიან ტრენერთა მომზადების ზოგად კურსს, რომელიც მონაწილეებისთვის ითვალისწინებს „ტრენერთა კომპეტენციების ჩარჩოთი“ განსაზღვრული ცოდნის გადაცემას, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი ტრენინგის დაგეგმვისა და ჩატარებისთვის.

კურსი სამი მოდულისგან შედეგება: ზრდასრულთა სწავლების პრინციპები; ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკა; მოდულის დაგეგმვა, შეფასება და განვითარება. კურსის დასრულებისა და შეფასების პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები ტრენერის სერტიფიკატს მიიღებენ.

სატრენინგო კურსის დაფინანსება მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა უზრუნველყო. პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ტრენერის მომზადების კურსის გავლის სურვილი 1300-მა პირმა გამოთქვა, გასაუბრება გაიარა 800-მა და შეირჩა 300 კანდიდატი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში გადიან ტრენერის მომზადების 80 საათიან კურსს.

ტრენერთა სკოლის შექმნის საჭიროება უკანასკნელ პერიოდში პროფესიულ განვითარებაზე მზარდი მოთხოვნის გაჩენამ და განსაკუთრებით რეგიონებში, ტრენერთა კორპუსის სიმწირემ განაპირობა. ცენტრი უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მუშაობდა ტრენერთა სკოლის კონცეფციაზე, რომლის საბოლოო სახის მიცემა და განხორციელება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. შემუშავდა ტრენერის სტანდარტი, ტრენერის მომზადების და პროფესიული განვითარების წესი, ასევე, მოდულები ტრენერების მოსამზადებლად და გადასამზადებლად. ტრენერთა სკოლის პრიორიტეტად განისაზღვრა ტრენერთა რეგიონული დაფარვის გაზრდა.

ტრენერთა სკოლის ამოქმედების მიზანია ხელს შეეწყობს ტრენერთა კორპუსის გაძლიერებას და მათი რესურსის გამოყენებას სხვადასხვა ორგანიზაციის (სახელმწიფო/არასამთავრობო/უნივერსიტეტი) ფარგლებში, ასევე სკოლებში დასაქმებული კადრების პროფესიული განვითარებისათვის.