მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,
ქალაქ ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების
მიზნით ფიზიკის მასწავლებელებისთვის კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო სკოლის მოქმედ უფროს ან წამყვან
მასწავლებელს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების
პროგრამის ფარგლებში არ არის ნამყოფი ზემოხსენებულ
კვლევით ცენტრში.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზეკანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად,
ხოლო მეორე ეტაპზეგასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და წარადგენენ
პრეზენტაციას.
კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება
ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები,
ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინონ ცერნში მოღვაწე ქართველი
და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის,
საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
დაფინენსებით 5 წლის განმავლობაში ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში კვალიფიკაცია
100-ზე მეტმა მასწავლებელმა აიმაღლა.
დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს
|