საქართველოს
ბავშვთა
და
ახალგაზრდული
საგუნდო
კოლექტივების
მეორე
ეროვნული
კონკურსი
დასრულდა. გალა
კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა,
სადაც მსმენელის წინაშე გამარჯვებული კოლექტივები წარსდგენენ.
კონკურსში სულ ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლების 55 საგუნდო კოლექტივი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან 16 საგუნდო კოლექტივი
ფინალურ ტურში გამარჯვებულთა შორის მოხვდა.
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტმა რუსუდან თაყაიშვილმა ორგანიზატორებსა
და მონაწილეებს მიულოცა კონკურსის წარმატებით დასრულება და გამარჯვებული კოლექტივების
ხელმძღვანელებს ფასიანი საჩუქრებიც გადასცა.
ღონისძიება საქართველოს
საგუნდო საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული, რომლის მხარდამჭერები თბილისის ვანო სარაჯიშვილის
სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი,
ქალაქ თბილისის მერია, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო
ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე, მასწავლებელთა
პროფესიულ განვითარების ეროვნული ცენტრი იყვნენ.
კონკურსის მიზანი იყო
ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და მონიტორინგი, აკადემიური
საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა და ქართველი
კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია.
|