საქართველოს
საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით მიმდინარე წლის
15 აპრილიდან ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს საქართველოს ბავშვთა
და ახალგაზრდული საგუნდო
კოლექტივების
მეორე
ეროვნული
კონკურსი.
კონკურსის მეორე ტური
15-16 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე და საქართველოს
საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნება“ დარბაზში გაიმართა. კონკურსის ფინალურ ტურში გამოვლენილ
გამარჯვებულთა შორის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 16 საგუნდო კოლექტივია.
ღონისძიების ორგანიზატორია
საქართველოს საგუნდო საზოგადოება, ხოლო მხარდამჭერები არიან თბილისის ვანო სარაჯიშვილის
სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი,
ქალაქ თბილისის მერია, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო
ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე, მასწავლებელთა
პროფესიულ განვითარების ეროვნული ცენტრი.
კონკურსის მიზანია ბავშვთა
და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და მონიტორინგი, აკადემიური საგუნდო
სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა და ქართველი კომპოზიტორების
შემოქმედების პოპულარიზაცია.
21 მაისს კონსერვატორიის
დიდ დარბაზში გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
|