პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში
უცხოელი მოხალისე მასწავლებლებისა და ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგების
ერთობლივი შუალედური შეხვედრა გაიმართა. 4-დღიან შეხვედრაზე კოლეგებმა ერთმანეთს
გაუზიარეს განვლილი პერიოდის მუშაობის შედეგები და დაგროვილი გამოცდილება.
შეხვედრის ფარგლებში ასევე ჩატარდა სამი ტრენინგი: „წერის სწავლება“, „სასკოლო
პროექტები“ და „სასწავლო რესურსი“. შეხვედრაში 35 ადგილობრივი მასწავლებელი და 23
მოხალისე მონაწილეობდა.
პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2010 წლიდან
მიმდინარეობს, 2014 წლიდან კი მისი მიზნები გაფართოვდა, ასევე, შეიცვალა
მოხალისეთა შერჩევის კრიტერიუმები: მოხალისე უნდა იყოს მინიმუმ ბაკალავრის
ხარისხის მფლობელი, უნდა ჰქონდეს ენის სწავლების გამოცდილება და ფლობდეს, უცხოური
ენის, როგორც მეორე ენის სწავლების საერთაშორისო სერტიფიკატს. აღნიშნული
განაპირობებს პროგრამაში გამოცდილი და შესაბამისი უნარებით აღჭურვილი კადრების
შემოყვანას.
|