ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე ეროვნული კონკურსის პირველი შემოქმედებითი ტური დასრულდა. კონკურსი საქართველოს 17 ქალაქში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ჟიურის მუშაობაში ჩართული იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თაყაიშვილი.
კონკურსი 15 აპრილს გაიხსნა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს საგუნდო საზოგადოება, ხოლო მხარდამჭერები არიან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ქალაქ თბილისის მერია, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ეროვნული ცენტრი.
კონკურსის მიზანია ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და მონიტორინგი, აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია.
კონკურსში ზოგადსაგანმანათლებლო სექტორიდან 90-მდე საგუნდო კოლექტივია დარეგისტრირებული.
კონკურსის ფინალური ტური თბილისში 14-15 მაისს ჩატარდება. 21 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება გალა კონცერტი, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
|