მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
კონფერენცია „ელექტრონული რესურსები სასწავლო პროცესში“ გაიმართა
სიახლეების არქივი23 აპრილი , 2016

კომპანია Microsoft-ის ორგანიზებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში კონფერენცია „ელექტრონული რესურსები სასწავლო პროცესში“ გაიმართა. ორდღიანი კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნა.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა პროექტის მიერ შერჩეული პირველი და მეორე კლასის 11 მასწავლებელი, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა პროექტის ჯგუფის მიერ სპეციალურად დაწყებითი კლასებისთვის შემუშავებული ელექტრონული რესურსების სასწავლო პროცესში ინტეგრირებაზე. მასწავლებლებმა მიწოდებული ელექტრონული რესურსებით ჩაატარეს გაკვეთილები, მოამზადეს შესაბამისი რეფლექსია, თუ რამ იმუშავა კარგად, რა წინააღმდეგობები შეხვდათ მათ და როგორ შეიძლება სასწავლო პროცესის უფრო მეტად გამრავალფეროვნება და მოსწავლეების მოტივირება.

კონფერენციაზე პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმა კოლეგებს სასწავლო პროცესში ელექტრონული რესურსების ინტეგრირების შედეგები გაუზიარეს. აღნიშნულ მასწავლებლებს კონფერენციაზე სერტიფიკატებიც გადაეცათ.

კომპანია Microsoft-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ინტელი და ჯეოლაბი.