5000-მდე თემატური
სტატია, ასიათასობით მკითხველი, მასწავლებლებისთვის შექმნილი არაერთი სახელმძღვანელო და მილიონობით ჩამოტვირთული ელექტრონული
სასწავლო რესურსი - ელექტრონული და ბეჭდური ჟურნალი „მასწავლებელი“ იუბილარია.
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრმა ბეჭდური ჟურნალის გამოცემიდან 8 წელი და ელექტრონული ვერსიის შექმნიდან 4 წელი აღნიშნა. მასწავლებლებისთვის გამორჩეული
ელექტრონული რესურსი იუბილეს განახლებული ვებგვერდით შეხვდა, რომელიც ჟურნალის მთავარმა
რედაქტორმა, ნატო ინგოროყვამ საზოგადოებას წარუდგინა და დანერგილი სიახლეები გააცნო.
გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა,
გიორგი მაჩაბელმა ისაუბრა ცენტრის კიდევ ერთ ახალ პროექტზე - რეფერირებად ჟურნალზე
„განათლების მეცნიერება“, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში ამოქმედდება და მნიშვნელოვანი
რესურსი გახდება მასწავლებლების, მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის.
პრეზენტაციას განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური დაესწრო, რომელმაც ჟურნალის სარედაქციო
კოლექტივს იუბილე მიულოცა. ღონისძიებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ჟურნალის ავტორები და ის პედაგოგები ესწრებოდნენ,
რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ჟურნალის არაერთი რუბრიკის გმირები და რესპოდენტები
გახდნენ.
ინტერნეტგაზეთი
„mastsavlebeli.ge“ 2012
წელს შეიქმნა და თავისი შინაარსიით
ჟურნალის მსგავსად მასწავლებლებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის, მშობლებისთვის,
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლბისათვის
და განათლების სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის მნიშვნელოვანი რესურსი გახდა.
ჟურნალისა და ინტერნეტგაზეთის ფარგლებში უკვე
მეოთხე წელია გამოდის მასწავლებელის ბიბლიოთეკის სერიით მასწავლებლის წიგნი. ამ სერიით
უკვე გამოცემულია ხუთი წიგნი, ხოლო მიმდინარე წელს მათ ორი ახალი წიგნი შეემატება.
|