მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით საჯარო სკოლებში დაწყებითი
საფეხურის დამრიგებლებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საკლასო
ოთახში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ინდივიდუალური კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციები
I-II კლასის დამრიგებლებისთვის არის გათვალისწინებული და
მათ ხელს უწყობს ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულად დანერგვაში.
დაწყებითი კლასების
დამრიგებლებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვთარების ეროვნული ცენტრი
მრავალფეროვან ტრენინგებს ახორციელებს, მათ შორისაა „1:1 ელექტრონული სწავლების
დანერგვა“, „შებრუნებული საკლასო ოთახი“ „ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება
და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“. მიმდინარე წელს
აღნიშნულ ტრენინგებს დაწყებითი კლასების 3200 დამრიგებელი გაივლის. 2015 წლამდე
ტრენინგები გაიარა I კლასის დამრიგებლების 95%-მა, II კლასის დამრიგებლების 50%-მა და III კლასის დამრიგებლების
35%-მა. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მასწავლებლების კონსულტირება
წლის ბოლომდე გაგრძელდება.
|