მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
შეხვედრა მუსიკის მასწავლებლებთან
სიახლეების არქივი11 მარტი , 2016

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ბორჯომისა და ახალციხის სამუსიკო სკოლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები მუსიკის მასწავლებლებისთვის, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე რესპუბლიკურ კონკურსს მიეძღვნა.

შეხვედრას უძღვებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თაყაიშვილი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე ლიანა ჭონიშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ვალიშვილი. შეხვედრებს, ასევე, რესურსცენტრებისა და კულტურის სამსახურების ხელმძღვანელები და ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე ესწრებოდნენ. მათ მხარდაჭერა გამოხატეს კონკურსის მიმართ და დახმარება აღუთქვეს ორგანიზატორებს.

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი წელს მეორედ ტარდება. კონკურსის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და განვითარება, ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების პოპულარიზაცია და საგუნდო შემსრულებლობაში ახალი სახელების აღმოჩენა.

კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს საგუნდო საზოგადოება, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან ერთად, კონკურსს მხარდამჭერთა შორის არიან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და სხვა ორგანიზაციები.