მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და
დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი მარნეულის N8 საჯარო სკოლის არაქართულენოვან
მასწავლებლებს შეხვდნენ და მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დოკუმენტების კრებულისა და
გზამკვლევის I ნაწილის თარგმანები გადასცეს.
დამხმარე ლიტერატურა „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ითარგმნა და განკუთვნილია 293 სკოლის 6902 არაქართულენოვანი მასწავლებლისთვის. მიმდინარე კვირის განმავლობაში კრებული და გზამკვლევი 27 საგანმანათლებლო რესურს-ცენტრსა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ არაქართულენოვან სკოლებს გადაეცემა.
|