მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროკავშირის პროფესიული განათლების განვითარების
პროექტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით კაჭრეთის პროფესიულ საგანამათლებლო დაწესებულებაში
იმყოფებოდნენ.
სამუშაო შეხვედრა
რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა:
- პროფესიული განათლების მასწავლებელთა ანაზღაურების ახალი
წესის წარდგენა ადმინისტრაციისთვის და ანაზღაურების სისტემის გამოცდა კონკრეტული სასწავლებლის
მაგალითზე;
- სასწავლებლის ადმინისტრაციისთვის 2016 წელს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარებისთვის დაგეგმილი აქტივობების გაცნობა;
- სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებული გზამკვლევის
შესახებ დისკუსია.
ევროკავშირის პროექტის
მენეჯერმა ოლივერ დიზიმ
სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მასწავლებელთა ანაზღაურების
ახალი წესის პროექტი გააცნო, რომელიც კაჭრეთის პროფესიული საგანათლებლო დაწესებულების
მაგალითზე გამოიცადა. სანამ ანაზღაურების ახალი სისტემა წარედგინება ეროვნულ პროფესიულ
საბჭოს, მნიშვნელოვანია, არსებობდეს სრული
სურათი, თუ რა შედეგები ექნება ამ წესის ამოქმედებას, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე,
სასწავლებლებისა და ზოგადად სისტემისთვის.
სამუშაო შეხვედრაზე
პროგრამის მენეჯერმა ნინო ელბაქიძემ კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლების ადმინისტრაციას მიაწოდა ინფორმაცია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი ტრენინგების
შესახებ, როგორიცაა, პედაგოგიური კურსის, ტრენინგები შეფასებაში და საწარმოში ტრენინგები.
მსგავსი შეხვედრები
სხვა პროფესიულ საგანათლებლო დაწესეულებების ადმინისტრაციასთანაც იგეგმება.
|