მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
14 მილიონი აშშ დოლარის გრანტი საქართველოში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის
სიახლეების არქივი03 თებერვალი , 2016
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, „ათასწლეულის განვითარების ფონდი - საქართველოს“ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში” გაიმართა, სადაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.

14 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო, მათემატიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის 7-12 კლასის მასწავლებელთა, ასევე სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების გზით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და სკოლის მართვის ხარისხის დახვეწას.

დასახული მიზნების მისაღწევად, ზემოაღნიშნულ საგნებში გადამზადდება 20,000-მდე მასწავლებელი და ყველა საჯარო სკოლის დირექტორი, გარდა ამისა, მომზადდება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების 2000-ზე მეტი ფასილიტატორი. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უწყვეტი პროფესიული განვითარების ეფექტიანი სისტემის დანერგვას, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაზრდას, სატრენინგო მასალებისა და საჭირო რესურსის შექმნას. პროექტი დაიწყო 2016 წლის იანვარში და დასრულდება 2019 წლის ზაფხულში.

პროექტის ამოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „თბილისი მარიოტში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილემ ფატემა სუმარიმ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.