მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
დამწყებ მასწავლებელთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სიახლეების არქივი01 თებერვალი , 2016

დამწყებ მასწავლებელთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროგრამის შუალედურ შედეგებთან და სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში პროგრამის კოორდინატორი, პროგრამის ტრენერ-კონსულტანტები, პროგრამის მონაწილე მასწავლებლები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სხვა თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა პროგრამის მონაწილეთა პროფესიული საჭიროებების ზოგადი ანალიზი და სამომავლო მოდულების პროექტებზე მუშაობა. გარდა ამისა, ტრენერ-კონსულტანტებმა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, კონსულტაციებისა და გაკვეთილებზე დაკვირვების შედეგები. პრეზენტაციების ფორმატში გააცნეს თავიანთი საქმიანობა შეხვედრის მონაწილეებს დამწყებმა მასწავლებლებმაც და შეაჯამეს საკუთარი პროფესიული გამოცდილება. პროგრამის მონაწილე მასწავლებლები ასევე გაეცნენ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში პროფესიული განვითარების გზას.

სამუშაო შეხვედრის ბოლოს შემუშავდა დამწყები მასწავლებლების საჭიროებაზე ორიენტირებული მოდულების მონახაზი და მათი განხორციელების ფორმატი.

დამწყებ მასწავლებელთა მხარდაჭერის პროგრამა მიმდინარე სასწავლო წლიდან საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა და მიზნად ისახავს 2 წლამდე სტაჟის მქონე, ახალბედა მასწავლებლების ხელშეწყობას ტრენინგების, სემინარების, ვორქშოფების, კონფერენციებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების განხორციელების გზით.